logo
ENG



კორონავირუსის 365 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,41%-ია

28 მარ 202110:19
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 365-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 415 ადამიანი, 5 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 934 კვლევა, აქედან 15 926 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 10 008 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,41%-ია, ბოლო 14 დღის - 1,65%, ბოლო 7 დღის - 1,68%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 183 შემთხვევა;
  • აჭარა - 27;
  • იმერეთი - 37;
  • ქვემო ქართლი - 8;
  • შიდა ქართლი - 39;
  • გურია - 21;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30;
  • კახეთი - 6;
  • მცხეთა-მთიანეთი - 5;
  • სამცხე-ჯავახეთი - 3;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4 305 აქტიური შემთხვევაა. 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 778, აჭარაში - 192, იმერეთში - 295. მძიმე პაციენტია 316 პირი, მათ შორის, თბილისში - 148, აჭარაში - 29, იმერეთში -71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში - 3, იმერეთში - 7. 203 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 163 - თბილისში, 30 - აჭარაში. 2 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 163, ხოლო აჭარაში - 16. თვითიზოლაციაში იმყოფება 7 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 488 პირი, აჭარაში - 909, იმერეთში - 947.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 280 301-ს შეადგენს. აქედან 272 219 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 751 გარდაიცვალა.


close დახურვა