უკანასკნელ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან 9 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 378 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
ვირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.55 %-ია. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 503 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 244 PCR ტესტით.