საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 382-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 313 ადამიანი, 7 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 კვლევა, აქედან 18 542 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 8 625 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,41%-ია, ბოლო 14 დღის - 1,52%, ბოლო 7 დღის - 1,34%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 199 შემთხვევა;
- აჭარა - 23;
- იმერეთი - 65;
- ქვემო ქართლი - 13;
- შიდა ქართლი - 19;
- გურია - 13;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 13;
- კახეთი - 30;
- მცხეთა-მთიანეთი - 0;
- სამცხე-ჯავახეთი - 1;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 3 370 აქტიური შემთხვევაა. 1 405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 716, აჭარაში - 145, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტია 268 პირი, მათ შორის, თბილისში - 126, აჭარაში - 19, იმერეთში - 71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში - 53, აჭარაში- 4, იმერეთში - 11. 140 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 108 - თბილისში, 26 - აჭარაში. 1 825 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 88, ხოლო აჭარაში - 20. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 339 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 617 პირი, აჭარაში - 352, იმერეთში - 728.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 276 067-ს შეადგენს. აქედან 269 006 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 665 გარდაიცვალა.