უკანასკნელ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 7 ადამიანი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
ვირუსის დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,37%-ია. უკანასკნელ 24 საათში 16 391 ტესტი ჩატარდა. აქედან, 10 091 ანტიგენის, ხოლო 6 300 PCR ტესტით.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დაინფიცირდა 267 701 ადამიანი. მათგან 260 597 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 406 გარდაიცვალა.