logo
ENG



კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა

08 აგვ 202110:51
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 3 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.

დღე-ღამის განმავლობაში 27 969 ტესტი ჩატარდა.

ბოლო 24 საათში გაკეთდა 19 355 აცრა. ჯამში ამ დროისთვის 626 343 ადამიანია აცრილი, მათგან 182 915 ორჯერადად.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 11,96%-ია, ბოლო 14 დღის - 8,62% ხოლო 7 დღის - 9,64%.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 1 362 შემთხვევა;
  • აჭარა - 595;
  • იმერეთი - 415;
  • ქვემო ქართლი - 139;
  • შიდა ქართლი - 155;
  • გურია - 84;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 210;
  • კახეთი - 262;
  • მცხეთა-მთიანეთი -59;
  • სამცხე-ჯავახეთი - 49;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 41 187 აქტიური შემთხვევაა. 6 511 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 055, აჭარაში - 876, იმერეთში - 938. მძიმე პაციენტია 1 308 პირი, მათ შორის, თბილისში - 582, აჭარაში - 132, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი, მათგან თბილისში - 192, აჭარაში - 16, იმერეთში - 18. 2 533 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 - თბილისში, 812- აჭარაში. 32 143 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5. თვითიზოლაციაში იმყოფება 32 346 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 016, იმერეთში - 3 771.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 447 913 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 400 616 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 084 კი გარდაიცვალა.


close დახურვა