კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევიდან 1 595 თბილისში გამოვლინდა, 623 აჭარაში, 392 კი იმერეთში.
რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევების განაწილება შემდეგია:
- ქვემო ქართლი - 139;
- შიდა ქართლი - 127;
- გურია - 152;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 237;
- კახეთი - 253;
- მცხეთა-მთიანეთი - 126;
- სამცხე-ჯავახეთი - 72;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 43.
დღეს, 1-ლ დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3574 ადამიანი, 36 კი გარდაიცვალა.