logo
ENG



კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 461 გამოვლინდა, აჭარაში - 263

15 დეკ 202011:10
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 461 გამოვლინდა, აჭარაში - 263, იმერეთში - 646.

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  • ქვემო ქართლი - 245;
  • შიდა ქართლი - 262;
  • გურია - 100;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - 404;
  • კახეთი - 254;
  • მცხეთა-მთიანეთი - 90;
  • სამცხე-ჯავახეთი - 86;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

რაც შეეხება ინფიცირებულების მდგომარეობას, 6 710 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 146 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 438 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

დღეს, 15 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან 3 105 პირი გამოჯანმრთელდა, 44 კი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 194 900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელდა - 164 786, გარდაიცვალა - 1 883.


close დახურვა