logo
ENG



კორონავირუსის 450 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,93%-ია

24 მარ 202110:50
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 450 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,93%-ია

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 450-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 254 ადამიანი, კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 293 კვლევა, აქედან 13 751 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 9 542 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,93%-ია, ბოლო 14 დღის - 1,59%, ბოლო 7 დღის - 1,92%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 237 შემთხვევა;
  • აჭარა - 29;
  • იმერეთი - 51;
  • ქვემო ქართლი - 48;
  • შიდა ქართლი - 22;
  • გურია - 11;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34;
  • კახეთი - 11;
  • მცხეთა-მთიანეთი - 1;
  • სამცხე-ჯავახეთი - 0;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 3 958 აქტიური შემთხვევაა. 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 718, აჭარაში - 161, იმერეთში - 280. მძიმე პაციენტია 303 პირი, მათ შორის, თბილისში - 135, აჭარაში - 25, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში - 3, იმერეთში - 12. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 130 - თბილისში, 40 - აჭარაში.  2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, ხოლო აჭარაში - 94. თვითიზოლაციაში იმყოფება 6 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 089 პირი, აჭარაში - 680, იმერეთში - 891.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 278 628-ს შეადგენს. აქედან 270 922 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 722 გარდაიცვალა.


close დახურვა