ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამასთან გარდაიცვალა 42 ადამიანი. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში 688 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 9 699 ადამიანი.
დღე-ღამეში ჩატარდა 52 487 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 31 051, PCR - 21 436.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,51%, ბოლო 14 დღის - 8,94%, ბოლო 7 დღის - 9,09%