საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 74 ადამიანი. ინფორმაციას ncdc ავრცელებს.
ბოლო 24 საათში 10 194 აცრა ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 8,76%, ბოლო 14 დღის - 9,06%, ბოლო 7 დღის - 9,13%.
გუშინ საქართველოში 51 756 ტესტი ჩატარდა.