logo
ENG



კორონავირუსის 504 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი

06 ივნ 202110:46
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 504-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 201 ადამიანი, 17 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 288 კვლევა, აქედან 8 505 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 9 783 PCR-ით.

6 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 172 216 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,76%-ია, ბოლო 14 დღის - 2,92%, ბოლო 7 დღის - 2,99%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 258 შემთხვევა;
  • აჭარა - 50;
  • იმერეთი - 50;
  • ქვემო ქართლი - 36;
  • შიდა ქართლი - 15;
  • გურია - 7;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48;
  • კახეთი - 24;
  • მცხეთა-მთიანეთი - 8;
  • სამცხე-ჯავახეთი - 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 657 აქტიური შემთხვევაა. 3 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 908, აჭარაში - 328, იმერეთში - 416. მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში - 354, აჭარაში - 89, იმერეთში -138. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 207 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 630 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 373 - თბილისში, 227- აჭარაში. 6 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 25 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 25, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 212, პირი, აჭარაში - 2 210, იმერეთში - 1 201.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 349 098-ს შეადგენს. აქედან 333 505 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 910 გარდაიცვალა.

 

close დახურვა