საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 504-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 038 ადამიანი, 27 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 665 კვლევა, აქედან 6 137 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 528 PCR-ით.
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 738 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 89 260 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,32%-ია, ბოლო 14 დღის - 4,9%, ბოლო 7 დღის - 3,84%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 263 შემთხვევა;
- აჭარა - 53;
- იმერეთი - 50;
- ქვემო ქართლი - 20;
- შიდა ქართლი - 13;
- გურია - 4;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 44;
- კახეთი - 33;
- მცხეთა-მთიანეთი - 7;
- სამცხე-ჯავახეთი - 11;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 15 525 აქტიური შემთხვევაა. 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 419, აჭარაში - 499, იმერეთში - 571. მძიმე პაციენტია 920 პირი, მათ შორის, თბილისში - 443, აჭარაში - 96, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში - 142, აჭარაში - 6, იმერეთში - 16. 657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 261- აჭარაში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 24 074 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 16 332 პირი, აჭარაში - 1 482, იმერეთში - 1 855.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 330 879-ს შეადგენს. აქედან 310 859 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 469 გარდაიცვალა.