საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს. გარდა ამისა, გარდაიცვალა 15 ადამიანი, ხოლო 660 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 359 ტესტი. აქედან, 16 451 ანტიგენის ტესტით, ხოლო 7 908 PCR ტესტით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,08%-ია, ბოლო 14 დღის - 3,36%, ბოლო 7 დღის - 3%.
ჯამში ქვეყანაში ვირუსით 264 665 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 256 684 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 336 გარდაიცვალა.