საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 509-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 200 ადამიანი, 12 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 476 კვლევა, აქედან 3 111 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 365 PCR-ით.
2 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 45 344 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 6,81%-ია, ბოლო 14 დღის - 5%, ბოლო 7 დღის - 5,6%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 321 შემთხვევა;
- აჭარა - 68;
- იმერეთი - 15;
- ქვემო ქართლი - 15;
- შიდა ქართლი - 4;
- გურია - 3;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 38;
- კახეთი - 24;
- მცხეთა-მთიანეთი - 14;
- სამცხე-ჯავახეთი - 5;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 14 513 აქტიური შემთხვევაა. 4 114 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 298, აჭარაში - 483, იმერეთში - 416. მძიმე პაციენტია 801 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 89, იმერეთში -101. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 151 პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში - 10, იმერეთში - 8. 790 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 457 - თბილისში, 305 - აჭარაში. 9 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 89 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 14. თვითიზოლაციაში იმყოფება 33 612 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 24 750 პირი, აჭარაში - 2 503, იმერეთში - 1 212.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 312 954-ს შეადგენს. აქედან 294 252 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 163 გარდაიცვალა.