logo
ENG



კორონავირუსის 521 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

20 ივნ 202110:50
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 521 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 12 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 521-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 911 ადამიანი, 12 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 737 კვლევა, აქედან 9 329 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 9 408 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით x ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის x ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,78%-ია, ბოლო 14 დღის - 2,46%, ბოლო 7 დღის - 2,66%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 283 შემთხვევა;
  • აჭარა - 36;
  • იმერეთი - 52;
  • ქვემო ქართლი - 51'
  • შიდა ქართლი - 23;
  • გურია - 2;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22;
  • კახეთი - 31;
  • მცხეთა-მთიანეთი - 8;
  • სამცხე-ჯავახეთი - 9;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 947 აქტიური შემთხვევაა. 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 476, აჭარაში - 211, იმერეთში - 387. მძიმე პაციენტია 668 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 59, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 12, იმერეთში - 12. 589 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 217- აჭარაში. 5 596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4. თვითიზოლაციაში იმყოფება 9 556 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3403, პირი, აჭარაში - 1 131, იმერეთში - 1 059.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 358 881-ს შეადგენს. აქედან 344 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 160 გარდაიცვალა.

 

close დახურვა