logo
ENG



კორონავირუსის 537 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,81%-ია

16 მარ 202110:56
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 537-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 128 ადამიანი, კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 652 კვლევა, აქედან 22 203 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 449 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,81%-ია, ბოლო 14 დღის - 1,52%, ბოლო 7 დღის - 1,45%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 290 შემთხვევა;
  • აჭარა - 18;
  • იმერეთი - 79;
  • ქვემო ქართლი - 28;
  • შიდა ქართლი - 29;
  • გურია - 16;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23;
  • კახეთი - 37;
  • მცხეთა-მთიანეთი - 6;
  • სამცხე-ჯავახეთი - 3;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 3 308 აქტიური შემთხვევაა. 1 376 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 711, აჭარაში - 141, იმერეთში - 247. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 258 პირი, მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 21, იმერეთში - 66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 85 პირი, მათგან თბილისში - 55, აჭარაში- 3, იმერეთში - 13. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 30 - აჭარაში. 1 799 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 206 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 93, ხოლო აჭარაში - 21. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 478 პირი, აჭარაში - 363, იმერეთში - 702.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 275 685-ს შეადგენს. აქედან 268 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 658 გარდაიცვალა.

 

close დახურვა