![კორონავირუსის 544 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,98%-ია](/uploads/news/კორონვირუსი covid-19.jpg)
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 544-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 469 ადამიანი, 5 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 244 კვლევა, აქედან 11 615 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6 629 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,98%-ია, ბოლო 14 დღის - 3,64%, ბოლო 7 დღის - 3,41%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 226 შემთხვევა;
- აჭარა - 29;
- იმერეთი - 78;
- ქვემო ქართლი - 23;
- შიდა ქართლი - 43;
- გურია - 26;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57;
- კახეთი - 38;
- მცხეთა-მთიანეთი - 6;
- სამცხე-ჯავახეთი - 13;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4 879 აქტიური შემთხვევაა. 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 953, აჭარაში - 171, იმერეთში - 464. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 471 პირი, მათ შორის, თბილისში - 198, აჭარაში - 49, იმერეთში - 116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში- 6, იმერეთში - 18. 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 - თბილისში, 152 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 421 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, ხოლო აჭარაში - 110. თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 539 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 410.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 263 601-ს შეადგენს. აქედან 255 385 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 311 გარდაიცვალა.