logo
ENG



კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 23 ადამიანი, ჩატარდა 7 898 ტესტი

11 იან 202110:48
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 23 ადამიანი, ჩატარდა 7 898 ტესტი

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 551-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 880 ადამიანი, 23 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა, აქედან 4 371 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 3 527 PCR-ით.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 196 შემთხვევა;
  • აჭარა - 62;
  • იმერეთი - 84;
  • ქვემო ქართლი - 24;
  • შიდა ქართლი - 14;
  • გურია - 13;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48;
  • კახეთი - 41;
  • მცხეთა-მთიანეთი - 41;
  • სამცხე-ჯავახეთი - 23;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 743 აქტიური შემთხვევაა. 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 849, აჭარაში - 364, იმერეთში - 767. მძიმე პაციენტია 840 პირი, მათ შორის, თბილისში - 389, აჭარაში - 71, იმერეთში - 191. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 251 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 7, იმერეთში - 29. 722 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 459 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 6 092 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 258, აჭარაში - 39, ხოლო იმერეთში - 8. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 178 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 869 პირი, აჭარაში - 1 998, იმერეთში - 2 212.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 239 780​​-ს შეადგენს. აქედან 226 215 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 796 გარდაიცვალა.


close დახურვა