საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 557-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 639 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 890 კვლევა, აქედან 13 380 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 8 510 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,54%-ია, ბოლო 14 დღის - 3,5%, ბოლო 7 დღის - 3,23%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 209 შემთხვევა;
- აჭარა - 21;
- იმერეთი - 113;
- ქვემო ქართლი - 43;
- შიდა ქართლი - 63;
- გურია - 33;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 24;
- კახეთი - 33;
- მცხეთა-მთიანეთი - 7;
- სამცხე-ჯავახეთი - 10,;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4 787 აქტიური შემთხვევაა. 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 960, აჭარაში - 160, იმერეთში - 448. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 456 პირი, მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში - 47, იმერეთში - 119. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 129 პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 7, იმერეთში - 17. 290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 - თბილისში, 128 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 414 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 100. თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 456 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 380.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 264 158-ს შეადგენს. აქედან 256 024 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 321 გარდაიცვალა.