logo
ENG



კორონავირუსის 578 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი

19 აპრ 202110:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 578-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 659 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა, აქედან 5 650 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 100 PCR-ით.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 30 209 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 5,93%-ია, ბოლო 14 დღის - 3,06%, ბოლო 7 დღის - 3,58%.

დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი- 321 შემთხვევა;
  • აჭარა - 57;
  • იმერეთი - 35;
  • ქვემო ქართლი - 20;
  • შიდა ქართლი - 7;
  • გურია - 16;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 80;
  • კახეთი - 23;
  • მცხეთა-მთიანეთი - 10;
  • სამცხე-ჯავახეთი - 9;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 387 აქტიური შემთხვევა. 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 720, აჭარაში - 413, იმერეთში - 377. მძიმე პაციენტია 563 პირი, მათ შორის, თბილისში - 292, აჭარაში - 75, იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში - 8, იმერეთში - 8. 437 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 - თბილისში, 200 - აჭარაში. 6 776 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 277 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 243, ხოლო აჭარაში - 7. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 260 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 577 პირი, აჭარაში - 2 098, იმერეთში - 1 189.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 295 936-ს შეადგენს. აქედან 281 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 949 გარდაიცვალა.

 

close დახურვა