საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 ადამიანი. ინფორმაციას NCDC აქვეყნებს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 56 555 ტესტი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 6 203 აცრა, სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 31,4%.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 10.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.12%.