საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 616-ით გაიზარდა.
საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 268 ადამიანი, 5 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 947 კვლევა, აქედან 20 364 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 11 583 PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,93%-ია, ბოლო 14 დღის - 1,93%, ბოლო 7 დღის - 1,93%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 319 შემთხვევა;
- აჭარა - 50;
- იმერეთი - 58;
- ქვემო ქართლი - 17;
- შიდა ქართლი - 35;
- გურია - 14;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61;
- კახეთი - 25;
- მცხეთა-მთიანეთი - 20;
- სამცხე-ჯავახეთი - 2;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4 790 აქტიური შემთხვევაა. 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 792, აჭარაში - 221, იმერეთში - 277. მძიმე პაციენტია 331 პირი, მათ შორის, თბილისში - 146, აჭარაში - 38, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი, მათგან თბილისში - 44, აჭარაში - 2, იმერეთში - 7. 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 193 - თბილისში, 59 - აჭარაში. 2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 270 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 159, ხოლო აჭარაში - 16. თვითიზოლაციაში იმყოფება 8 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 598 პირი, აჭარაში - 1 095, იმერეთში - 1079.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 281 761-ს შეადგენს. აქედან 273 167 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 778 გარდაიცვალა.