საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 687-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 327 ადამიანი, 8 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 713 კვლევა, აქედან 17 490 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 10 223 PCR-ით.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 363 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 14 207 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,48%-ია, ბოლო 14 დღის - 1,98%, ბოლო 7 დღის - 2,42%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 351 შემთხვევა;
- აჭარა - 61;
- იმერეთი - 68;
- ქვემო ქართლი - 22;
- შიდა ქართლი - 41;
- გურია - 14;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84;
- კახეთი - 18;
- მცხეთა-მთიანეთი - 20;
- სამცხე-ჯავახეთი - 4;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 6 232 აქტიური შემთხვევაა. 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 954, აჭარაში - 304, იმერეთში - 323. მძიმე პაციენტია 352 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 36, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი, მათგან თბილისში - 38, აჭარაში - 3, იმერეთში - 10. 291 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 180 - თბილისში, 106 - აჭარაში. 3 957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 169 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 9. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 468 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 788 პირი, აჭარაში - 1 552, იმერეთში - 918.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 285 645-ს შეადგენს. აქედან 275 547 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 840 გარდაიცვალა.