საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 614 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9 კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 34104 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი - 20282, PCR კი - 13822.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 2,05%-ია, ბოლო 14 დღის - 2,45%, ბოლო 7 დღის - 2,4%.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი - 418
- აჭარა - 36
- იმერეთი - 57
- ქვემო ქართლი - 51
- შიდა ქართლი - 36
- გურია - 2
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 32
- კახეთი - 41
- მცხეთა-მთიანეთი - 12
- სამცხე-ჯავახეთი - 11
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 362 183-ს, აქედან 348 267 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 237 კი გარდაიცვალა.