logo
ENG



კორონავირუსის 707 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

11 აპრ 202110:39
3 წუთის საკითხავი
clock 1267

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 707-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 592 ადამიანი, კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა, აქედან 16 878 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 7 945 PCR-ით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 457 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 19 694 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,85%-ია, ბოლო 14 დღის - 2,26%, ბოლო 7 დღის - 2,5%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 408 შემთხვევა;
  • აჭარა - 61;
  • იმერეთი - 47;
  • ქვემო ქართლი - 22;
  • შიდა ქართლი - 22;
  • გურია - 26;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71;
  • კახეთი - 26;
  • მცხეთა-მთიანეთი - 20;
  • სამცხე-ჯავახეთი - 2;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 7 190 აქტიური შემთხვევაა. 2 298 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 115, აჭარაში - 352, იმერეთში - 338. მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 191, აჭარაში - 42, იმერეთში -65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში - 48, აჭარაში - 5, იმერეთში - 6. 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 121 - აჭარაში. 4 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 88, ხოლო აჭარაში - 7. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 463 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 137 პირი, აჭარაში - 1 958, იმერეთში - 935.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 288 396-ს შეადგენს. აქედან 277 303 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 877 გარდაიცვალა.


close დახურვა