საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 723-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 1 407 ადამიანი, 18 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 300 კვლევა, აქედან 14 238 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 11 062 PCR-ით.
26 მაისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 138 151 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,86%-ია, ბოლო 14 დღის - 3,46%, ბოლო 7 დღის - 2,85%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 403 შემთხვევა;
- აჭარა - 51;
- იმერეთი - 55;
- ქვემო ქართლი - 52;
- შიდა ქართლი - 19;
- გურია - 19;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 77;
- კახეთი - 36;
- მცხეთა-მთიანეთი - 6;
- სამცხე-ჯავახეთი - 4;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 12 397 აქტიური შემთხვევაა. 3 815 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 071, აჭარაში - 394, იმერეთში - 489. მძიმე პაციენტია 882 პირი, მათ შორის, თბილისში - 406, აჭარაში - 100, იმერეთში -163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 226 პირი, მათგან თბილისში - 149, აჭარაში - 17, იმერეთში - 16. 661 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 370 - თბილისში, 246 - აჭარაში. 7 921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 6. თვითიზოლაციაში იმყოფება 22 685 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 546 პირი, აჭარაში - 2 295, იმერეთში - 1 536.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 343 603-ს შეადგენს. აქედან 326 423 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 757 გარდაიცვალა.