logo
ENG



კორონავირუსის 740 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,6%-ია

16 თებ 202110:41
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის 740 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3,6%-ია

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 740-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 496 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა, აქედან 14 802 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 747 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,6%-ია, ბოლო 14 დღის - 2,9%, ბოლო 7 დღის - 2,4%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 266 462-ს შეადგენს. აქედან 259 228 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 377 გარდაიცვალა.


close დახურვა