საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 37 923 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 20 636 ანტიგენი, 17 287 - PCR.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.04 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.42%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.49%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 773 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 469, რაც შეეხება რეგიონებს:
- აჭარა - 24,
- იმერეთი - 69,
- ქვემო ქართლი - 50,
- შიდა ქართლი - 29,
- გურია - 3,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50,
- კახეთი - 59,
- მცხეთა-მთიანეთი - 5,
- სამცხე-ჯავახეთი - 11,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.