logo
ENG



კორონავირუსის 811 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი

16 ივნ 202110:44
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 811-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 672 ადამიანი, 13 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 668 კვლევა, აქედან 19 809 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 14 859 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 4 569 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 216 742 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,34%-ია, ბოლო 14 დღის - 2,54%, ბოლო 7 დღის - 2,36%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 470 შემთხვევა;
  • აჭარა - 53;
  • იმერეთი - 69;
  • ქვემო ქართლი - 53;
  • შიდა ქართლი - 39;
  • გურია - 3;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 50;
  • კახეთი - 38;
  • მცხეთა-მთიანეთი - 24;
  • სამცხე-ჯავახეთი - 6;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 9 282 აქტიური შემთხვევაა. 2 935 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 636, აჭარაში - 253, იმერეთში - 367. მძიმე პაციენტია 672 პირი, მათ შორის, თბილისში - 301, აჭარაში - 70, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, მათგან თბილისში - 121, აჭარაში - 9, იმერეთში - 17. 599 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 338 - თბილისში, 228- აჭარაში. 5 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 40 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 11 537 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 461, პირი, აჭარაში - 1 448, იმერეთში - 1 021.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 356 179-ს შეადგენს. აქედან 341 775 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 096 გარდაიცვალა.


close დახურვა