საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 818-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 783 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა, აქედან 10 197 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 8 625 PCR-ით.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 29 184 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,35%-ია, ბოლო 14 დღის - 2,98%, ბოლო 7 დღის - 3,41%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 465 შემთხვევა;
- აჭარა - 75;
- იმერეთი - 57;
- ქვემო ქართლი - 46;
- შიდა ქართლი - 29;
- გურია - 18;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73;
- კახეთი - 25;
- მცხეთა-მთიანეთი - 18;
- სამცხე-ჯავახეთი - 8;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 478 აქტიური შემთხვევაა. 2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371. მძიმე პაციენტია 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 69, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 439 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში. 7 057 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. თვითიზოლაციაში იმყოფება 16 452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 317 პირი, აჭარაში - 2 314, იმერეთში - 1 180.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 295 358-ს შეადგენს. აქედან 280 915 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 939 გარდაიცვალა.