საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 821-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 866 ადამიანი, 31 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 38 478 კვლევა, აქედან 23 864 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 14 614 PCR-ით.
9 ივნისის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინით ქვეყანაში 184 718 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,13%-ია, ბოლო 14 დღის - 2,77%, ბოლო 7 დღის - 2,73%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 439 შემთხვევა;
- აჭარა - 71;
- იმერეთი - 86;
- ქვემო ქართლი - 66;
- შიდა ქართლი - 22;
- გურია - 16;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60;
- კახეთი - 31;
- მცხეთა-მთიანეთი - 15;
- სამცხე-ჯავახეთი - 8;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 10 346 აქტიური შემთხვევაა. 3 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 794, აჭარაში - 313, იმერეთში - 417. მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის, თბილისში - 326, აჭარაში - 88, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 11. 635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 - თბილისში, 224- აჭარაში. 6 501 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 15 234 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 021, პირი, აჭარაში - 1 998, იმერეთში - 1 098.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 351 249-ს შეადგენს. აქედან 335 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 982 გარდაიცვალა.