![კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევიდან თბილისში 333 გამოვლინდა, აჭარაში - 84](/uploads/news/koronavirusi.jpg)
საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევიდან თბილისში 333 გამოვლინდა, აჭარაში 84, იმერეთში - 111.
ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:
- ქვემო ქართლი - 67;
- შიდა ქართლი - 78;
- გურია - 23;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41;
- კახეთი - 35;
- მცხეთა-მთიანეთი - 35;
- სამცხე-ჯავახეთი - 17.
რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 6 627 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 094 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 430 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
დღეს, 21 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 4 227 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.
ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 209 462 შეთხვევაა გამოვლენილი, მათგან 184 668 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 140 - გარდაიცვალა.