logo
ENG



კორონავირუსის 829 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4,52%-ია

09 თებ 202110:34
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 829-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 566 ადამიანი, 8 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 331 კვლევა, აქედან 12 700 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 631 PCR-ით.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,52%-ია, ბოლო 14 დღის - 3,74%, ბოლო 7 დღის - 3,63%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 314 შემთხვევა;
  • აჭარა - 37;
  • იმერეთი - 150;
  • ქვემო ქართლი - 37;
  • შიდა ქართლი - 63;
  • გურია - 43;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 95;
  • კახეთი - 73;
  • მცხეთა-მთიანეთი - 9;
  • სამცხე-ჯავახეთი - 7;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 4 809 აქტიური შემთხვევაა. 2 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  996, აჭარაში - 172, იმერეთში - 464. მძიმე პაციენტია 480 პირი, მათ შორის, თბილისში - 203, აჭარაში - 48, იმერეთში - 117. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 127 პირი, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 6, იმერეთში - 17. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 162 - თბილისში, 128 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 359 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, ხოლო აჭარაში - 119. თვითიზოლაციაში იმყოფება 12 970 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 685 პირი, აჭარაში - 723, იმერეთში - 1 389.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 263 057-ს შეადგენს. აქედან 254 916 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 306 გარდაიცვალა.


close დახურვა