logo
ENG



კორონავირუსის 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 14 ადამიანი, ჩატარდა 17 271 ტესტი

02 თებ 202110:51
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 858-ით გაიზარდა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 580 ადამიანი, 14 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა, აქედან 11 459 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 5 812 PCR-ით.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 339 შემთხვევა;
  • აჭარა - 53;
  • იმერეთი - 158;
  • ქვემო ქართლი - 49;
  • შიდა ქართლი - 50;
  • გურია - 38;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 85;
  • კახეთი - 44;
  • მცხეთა-მთიანეთი - 21;
  • სამცხე-ჯავახეთი - 15;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 5 686 აქტიური შემთხვევაა. აქედან 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 229, აჭარაში - 181, იმერეთში - 485. მძიმე პაციენტია 575 პირი, მათ შორის, თბილისში - 254, აჭარაში - 44, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში - 119, აჭარაში - 5, იმერეთში - 16. 283 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 191 - თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 883 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 480 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 202, ხოლო აჭარაში - 117. თვითიზოლაციაში იმყოფება 14 569 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 9 621 პირი, აჭარაში - 746, იმერეთში - 1 528.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 259 209-ს შეადგენს. აქედან 250 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 208 გარდაიცვალა.


close დახურვა