logo
ENG



კორონავირუსის 897 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 ადამიანი

06 აპრ 202110:42
3 წუთის საკითხავი
clock 1729

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 897-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 196 ადამიანი, 10 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა, აქედან 18 536 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 6 056 PCR-ით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 1 214 ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის ჯამში 12 846 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,65%-ია, ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 463 შემთხვევა;
  • აჭარა - 83;
  • იმერეთი - 88;
  • ქვემო ქართლი - 41;
  • შიდა ქართლი - 32;
  • გურია - 31;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 96;
  • კახეთი - 19;
  • მცხეთა-მთიანეთი - 24;
  • სამცხე-ჯავახეთი - 1;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 19.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 5 880 აქტიური შემთხვევაა. 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 911, აჭარაში - 286, იმერეთში - 293. მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, აჭარაში - 44, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში - 39, აჭარაში - 3, იმერეთში - 8. 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 98 - აჭარაში.  3 719  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 213 პირი, აჭარაში - 1 291, იმერეთში - 1 018.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 284 958-ს შეადგენს. აქედან 275 220 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 832 გარდაიცვალა.


close დახურვა