საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 954-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 896 ადამიანი, 30 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 603 კვლევა, აქედან 18 444 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 159 PCR-ით.
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 5 251 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 149 191 ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,12%-ია, ბოლო 14 დღის - 3,23%, ბოლო 7 დღის - 2,8%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 509 შემთხვევა;
- აჭარა - 82;
- იმერეთი - 99;
- ქვემო ქართლი - 67;
- შიდა ქართლი - 33;
- გურია - 9;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 88;
- კახეთი - 30;
- მცხეთა-მთიანეთი - 24;
- სამცხე-ჯავახეთი - 11;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 11 774 აქტიური შემთხვევაა. 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 923, აჭარაში - 385, იმერეთში - 439. მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 395, აჭარაში - 82, იმერეთში -157. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი, მათგან თბილისში - 148, აჭარაში - 15, იმერეთში - 15. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 380 - თბილისში, 234- აჭარაში. 7 594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 27, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 19 104 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10 465 პირი, აჭარაში - 2 240, იმერეთში - 1 374.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 346 150-ს შეადგენს. აქედან 329 516 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 834 გარდაიცვალა.