logo
ENG



კორონავირუსის 968 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 ადამიანი

16 მაი 202110:45
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 968-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 903 ადამიანი, 16 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 742 კვლევა, აქედან 12 308 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 11 434 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 3 130 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 88 522 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,08%-ია, ბოლო 14 დღის - 4,96%, ბოლო 7 დღის - 3,9%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 527 შემთხვევა;
  • აჭარა - 71;
  • იმერეთი - 95;
  • ქვემო ქართლი - 58;
  • შიდა ქართლი - 28;
  • გურია - 27;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 75;
  • კახეთი - 49, მცხეთა-მთიანეთი - 21;
  • სამცხე-ჯავახეთი - 11;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 17 086 აქტიური შემთხვევაა. 4 331 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 378, აჭარაში - 518, იმერეთში - 537. მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში - 438, აჭარაში - 96, იმერეთში -154. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 214 პირი, მათგან თბილისში - 140, აჭარაში - 6, იმერეთში - 13. 668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 - თბილისში, 267- აჭარაში. 12 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 57, ხოლო აჭარაში - 9. თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 233 პირი, აჭარაში - 1 599, იმერეთში - 1 719.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 330 375-ს შეადგენს. აქედან 308 821 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 442 გარდაიცვალა.

 

close დახურვა