საქართველოში კორონავირუსის 980 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 ადამიანი გარდაიცვალა.
24 საათში 3 174 აცრა ჩატარდა, სულ - 265 290. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 30 ივნისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 100 072 ადამიანი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში 30 579 ტესტი ჩატარდა , მათ შორის 15 598 ანტიგენის ტესტი, ხოლო - 14 981 PCR . რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია - 3,2%, ბოლო 14 დღის - 2,66%, ბოლო 7 დღის - 2,86%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 980 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:
- თბილისი - 663
- აჭარა - 38
- იმერეთი - 95
- ქვემო ქართლი - 51
- შიდა ქართლი - 18
- გურია - 2
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 39
- კახეთი - 52
- მცხეთა-მთიანეთი - 12
- სამცხე-ჯავახეთი - 6
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 367 058-ს.