logo
ENG



კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 788 თბილისში გამოვლინდა, 551 - აჭარაში

25 ოქტ 202010:14
3 წუთის საკითხავი
 
uodumb1ttjp5emk.jpg

25 ოქტომბერს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 928 ახალი შემთხვევიდან 788 თბილისში გამოვლინდა. 551 დადასტურებული შემთხვევაა აჭარაში, 245 კი - იმერეთში.

დადასტურებულ შემთხვევათა განაწილება დანარჩენ რეგიონში ასეთია: 

  • ქვემო ქართლში - 87
  • შიდა ქართლში -  33;
  • გურიაში - 35;
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 93;
  • კახეთში - 42;
  •  მცხეთა-მთიანეთში - 20;
  • სამცხე-ჯავახეთში -  27;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 7

მძიმე პაციენტი - 429, მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 75. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 106 პირი, მათ შორის, თბილისში - 59, აჭარაში - 25. 

2 268 ადამიანი კოვიდ-სასტუმროშია, მათ შორის, 1 247 - აჭარაში, ხოლო 741 - თბილისში; 11 403  ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 4 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 868, აჭარაში-2 059.

დღეს, 25 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 604.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის 28 431 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის  10 767 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 201 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა