26 ოქტომბერს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევიდან 913 თბილისში გამოვლინდა. დადასტურებული 296 შემთხვევაა აჭარაში, 337 კი - იმერეთში.
დადასტურებულ შემთხვევათა განაწილება დანარჩენ რეგიონში ასეთია:
- ქვემო ქართლში - 89;
- შიდა ქართლში - 54;
- გურიაში - 32;
- სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 90;
- კახეთში - 13;
- მცხეთა-მთიანეთში - 30;
- სამცხე-ჯავახეთში - 11;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში- 7.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 14 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 603.
ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 30 303 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 11 370 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა.