თბილისის ცენტრში ჩამოყალიბებული კლასტერი ფართოვდება. კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, საბურთალოს კლასტერის რიგებს ახალი პაციენტები დაემატა და ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 23-ია.
ერთ-ერთი ინფიცირებული სააფთიაქო ქსელის თანამშრომელია, ობიექტი ამ დროისთვის დაკეტილია, თუმცა გაურკვეველია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულს.
ახალი შემთხვევები დადასტურდა მარნეულის მუნიციპალიტეტშიც. ინფექციონისტები შემთხვევების მატებას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის საქართველოში კოვიდდადასტურებული 796 შემთხვევაა. პირველად ქვეყანაში ვირუსით ინფიცირება 26 თებერვალს დაფიქსირდა.