კორონავირუსის გავრცელების გამო აზერბაიჯანში მკაცრი კარანტინის ზომები ამოქმედდა. სრული იზოლაცია ბაქოსა და ქვეყნის კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვებას მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს.
დედაქალაქში შეზღუდვების გამკაცრების გამო, საცობები შეიქმნა რეგიონებისკენ მიმავალ მთავარ გზებზე. მძღოლებს, რომლებსაც არ ჰქონდათ გადაადგილების ნებართვა, სამართალდამცველები უკან აბრუნებდნენ, რის გამოც მოსახლეობა ჩაკეტილი ქალაქების დატოვებას შემოვლითი გზებით ცდილობდა.
ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კოვიდ-19-ის 387 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში თითქმის 10 000-ია. ვირუსს უკვე ემსხვერპლა 119 ადამიანი.