logo
ENG



კორონავირუსის გავრცელების პროცესი ჯერჯერობით მართვადია - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

20 მარ 202008:42
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავს. ამასთან, ის ფიქრობს, რომ ეს რეჟიმი დამატებითი მექანიზმია სიტუაციის სამართავად.

გაბუნიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების პროცესი ჯერჯერობით მართვადია. მიუხედავად ამისა, მინისტრის მოადგილე მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულყოფილად შეასრულონ.

მისი განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რომ რაც შეიძლება მეტი ტესტირების ჩატარების საშუალება გაჩნდეს. 

"სრულ მობილიზებაშია ჰოსპიტალური ქსელი. ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ 550 საწოლი, რომელიც ელოდება მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულებს. საგანგებო მდგომარეობა დამხმარე მექანიზმია, რომ ასეთ სიტუაციებში მოხდეს კონტროლი იმ ღონისძიებების, რასაც დღეს ვახორციელებთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


close დახურვა