logo
ENG



კორონავირუსის გამო ავიაკომპანია ,,რაინ ეარმა“ ასობით რეისი გააუქმა

03 მარ 202010:01
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის გამო ავიაკომპანია ,,რაინ ეარმა“  ასობით რეისი  გააუქმა. როგორც „ფორმულას“ ქუთაისის აეროპორტში განუცხადეს,  11 აპრილამდე გაუქმებულია  რეისები ბოლონიის მიმართულებით. 

,,რაინ ეარის'' ფეისბუკის გვერდზე გამოქმეყნებული ინფორმაციით,  საშიში ვირუსის გავრცელების საფრთხის  გამო,  17 მარტიდან 8 აპრილამდე იტალიაში დაგეგმილი ფრენების  25% -ი  აღარ შესრულდება. განცხადების თანახმად, მგზავრებს  შესაძლებლობა ექნებათ  მოითხოვონ თანხის დაბრუნება და მოგზაურობის სხვა დროისთვის გადატანა. რეისების დიდი რაოდენობა გააუქმეს ასევე ავიაკომპანიებმა ,,იზი ჯერმა“ და ,,ბრითიშ აივეისმა'' . 


close დახურვა