logo
ENG



კორონავირუსის გამო მოსკოვში სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდა

30 მარ 202011:35
3 წუთის საკითხავი
 

მოსკოვში დღეიდან სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდა - მოსახლეობას, საცხოვრებელი სახლების დატოვება ეკრძალება. 

სპეციალური დადგენილება რუსეთს დედაქალაქის მერმა გამოსცა. ქუჩებში გამოსვლა მხოლოდ სპეციალური საშვებით არის ნებადართული. მოსახლეობას სახლების დატოვება სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში და პროდუქტების და მედიკამენტების შესაძენად შეეძლებათ. ასევე, სამსახურში წასვლას შეძლებენ მოქმედ დაწესებულებებში დასაქმებული პირები.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ახალი კორონავირუსით რუსეთში ინფიცირების 1,534 დადასტურებული შემთხვევაა. კოვიდ-19-ს ოფილალური ინფორმაციით  8 ადამიანი ემსხვერპლა.  


close დახურვა