logo
ENG



კორონავირუსის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები შესაძლოა გადაიდოს

23 მარ 202013:32
3 წუთის საკითხავი
 

 

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ტოკიოს თამაშების გადადებისკენ მოუწოდებენ.

კანადა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. თავად იაპონიის პრემიერმაც პირველად აღიარა, რომ შესაძლოა, წლის მთავარი სპორტული ღონისძიება გადავადდეს.

გეგმის თანახმად, ტოკიოს ოლიმპიადა 24 ივლისს იხსნება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი თამაშების გადადების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 4 კვირიანი ვადა ითხოვა.

 


close დახურვა