logo
ENG



კორონავირუსის გამო ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი - გლასტონბერი გაუქმდა

18 მარ 202017:48
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი - „გლასტონბერი“ გაუქმდა.

ფესტივალი რომელიც დიდ ბრიტანეთში ტრადიციულად ზაფხულში იმართება, საიუბილეო იყო. „გლასტონბერი“ წელს 50-თედ უნდა ჩატარებულიყო. საიუბილეო ფესტივალზე იგეგმებოდა ცნობილი მუსიკოსების კონცერტები. მათ შორის იყვნენ პოლ მაკარტნი და დაიანა როსიც.

ამერიკული ტურნე გაურკვეველი დროით გადადო როლინგ სტოუნსმაც. კონცერტების სერიის დაწყება მაისში სან დიეგოში იგეგმებოდა. 9 ივლისს კი როკ-ჯგუფი ტურნეს ატლანტაში ასრულებდა.


close დახურვა