logo
ENG



კორონავირუსის გამო შეზღუდვები სულ უფრო მეტ ქვეყანაში წესდება

15 მარ 202020:38
3 წუთის საკითხავი
 

ყოველდღიურად იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კორონავირუსის გამო ახალი შეზღუდვები წესდება. მათ რიცხვს დღეს საფრანგეთი, ესპანეთი და ისრაელი შეემატა. მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები დახურეს გერმანიამ და პოლონეთმა. 

დღის განმავლობაში 60-ით გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა ავსტრიაში, შვეიცარიაში კი დაავადებულთა რაოდენობა რადიკალურად - 841-ით გაიზარდა. კორონავირუსი დაუდგინდა შვეიცარიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტსაც. ვირუსს პირველი ადამიანი ემსხვერპლა უნგრეთში. დაავადებასთან ბრძოლის ფარგლებში დიდი ბრიტანეთი ყველა ხანშიშესულის იზოლირებას გეგმავს. 


close დახურვა