logo
ENG



კორონავირუსის ვაქცინის საკითხზე მთავრობამ კომისია შექმნა

03 დეკ 202011:09
3 წუთის საკითხავი
 
კორონავირუსის ვაქცინის საკითხზე მთავრობამ კომისია შექმნა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე თქვა, ეს კომისია იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე.

"მოგეხსენებათ, საქართველო გახლავთ კოვაქს პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ გარკვეული თანხები უკვე გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე, ის ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად", - თქვა გახარიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში შემოვა. მისი განცხადებით, საქართველომ კოვაქს პლატფორმას 4,5$ მილიონი უკვე გადაუხადა. ქვეყანას, დაახლოებით, 700 000 ვაქცინა აქვს შეკვეთილი.


close დახურვა