logo
ENG



კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში უმუშევრობის დონე იზრდება

19 მაი 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში უმუშევრობის დონე იზრდება. ყველაზე დიდი დარტყმა დაავადების გავრცელების გამო ტურისტულ ბიზნესს მიადგა.

ევროპაში ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის საფრანგეთმა და გერმანიამ ერთობლივი ინიციატივა შეიმუშავეს და ოფიციალურად უკვე წარადგინეს - ისინი ევროკავშირის ქვეყნებში პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად 500 მილიარდი ევროს გამოყოფას ითხოვენ. 

ევროკომისიამ  სესხი 500 მილიარდი ევროს ოდენობით  მთელი ევროკავშირის სახელით უნდა აიღოს და შემდეგი 7 წლის განმავლობაში ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის დახარჯოს.

ცენტრალური ევროპის ქვეყნები უკვე შეთანხმდნენ საზღვრების გახსნაზე. გერმანიას, პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის მიმოსვლა ეტაპობრივად აღდგება. ივნისიდან საზღვარი გაიხსნება ჩეხეთსა და ავსტრიას შორისაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ მსოფლიოს კორონავირუსთან თანაცხოვრების სწავლა მოუწევს .  ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით,   კოვიდ 19-ი  გამოწვევად დარჩება, სანამ მის საწინააღმდეგო ვაქცინას არ შექმნიან. 


close დახურვა